
სომხეთი რუსეთიდან იარაღის პარტიის მიღების შესახებ იტყობინება
16/01/2024 11:51:04 კავკასია
სომხეთის მმართველი პარტიის, „სამოქალაქო ხელშეკრულების “ დეპუტატმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომისიის წევრმა გაგიკ მელქონიანმა დაადასტურა, რომ სომხეთმა რუსეთისგან იარაღის პარტია მიიღო.
მას არ დაუზუსტებია, რა ტიპის იარაღზეა საუბარი. თქვა, რომ მიწოდება ცოტა ხნის წინ მოხდა მანამდე ხელმოწერილი კონტრაქტის საფუძველზე.
მედია წერდა, რომ მიუხედავად კონტრაქტებისა და გადახდილი თანხისა, რუსეთი სომხეთს იარაღს არ აწვდიდა. 2023 წლის ნოემბერში ამის შესახებ ფაშინიანსაც ჰკითხეს. პრემიერ–მინისტრმა თქვა, რომ რუსეთს შეეძლო სომხეთის ვალების ნაწილის ჩამოწერა იმ თანხების გამოყენებით, რომლებიც ერევანმა მოსკოვს იმ იარაღისთვის გადაუხადა, რომელიც არ მიუღია.
როგორც ცნობილია, სომხეთმა სხვა ქვეყნებთან დაიწყო მოლაპარაკება, მათ შორის, საფრანგეთთან და ინდოეთთან. საფრანგეთიდან უკვე მიიღო ჯავშანტრანსპორტიორები.
იხილეთ ასევე: ფაშინიანი აზერბაიჯანს შეიარაღებაზე ერთობლივ კონტროლს სთავაზობს