Accentnews.ge
"რამშტაინის" მორიგი შეხვედრა 23 იანვარს ონლაინ რეჟიმში გაიმართება

"რამშტაინის" მორიგი შეხვედრა 23 იანვარს ონლაინ რეჟიმში გაიმართება

16/01/2024 20:48:48 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 23 იანვარს, ონლაინ რეჟიმში გაიმართება - ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინის თავდაცვის მინისტრს რუსტემ უმიეროვს ესუბრა და უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა დააანონსა.

საუბრისას ოსტინმა გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები და დაახლოებით 50 ქვეყნის საერთაშორისო კოალიცია მზად არიან, მხარი დაუჭირონ უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უოლტერ რიდის ეროვნული სამხედრო სამედიცინო ცენტრიდან გაწერეს.

როგორც პენტაგონის პრესსამსახური იტყობინება, მინისტრი მკურნალობას გარკვეული დროით შინ განაგრძობს და ექიმების რეკომენდაციით, მოვალეობას დისტანციურად შეასრულებს.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ მას აქვს სრული წვდომა საჭირო უსაფრთხო კომუნიკაციებზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S