Accentnews.ge
ადმირალი ბაუაერი: NATO უნდა მოემზადოს ეპოქისთვის, რომელშიც შეიძლება ველოდოთ მოულოდნელს, კერძოდ, ომს

ადმირალი ბაუაერი: NATO უნდა მოემზადოს ეპოქისთვის, რომელშიც შეიძლება ველოდოთ მოულოდნელს, კერძოდ, ომს

17/01/2024 13:58:43 მსოფლიო

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ნატოს ლიდერებმა უნდა შეცვალონ თავიანთი აზროვნება „ეპოქაში, რომელშიც ყველაფერი შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს, ეპოქაში, რომელშიც ჩვენ უნდა ველოდოთ მოულოდნელს“, კერძოდ, ომს, – განაცხადა ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ადმირალმა რობ ბაუერმა ბრიუსელში 17 იანვარს, კომიტეტის სხდომის გახსნისას.

„ჩვენ გვჭირდება ტრანსფორმაცია ნატოს მიდგომებში ომის მიმართ“, - თქვა ჰოლანდიელმა ადმირალმა.

მან აღნიშნა, რომ წარსულში ნატოს მთავრობები და კომპანიები ცხოვრობდნენ ეპოქაში, სადაც ყველაფერი იყო პროგნოზირებადი, კონტროლირებადი და ორიენტირებული ეფექტურობაზე.

მისმა განცხადებამ გაიჟღერა იმ ფონზე, რომ როდესაც უკრაინის სამხედრო დახმარება შეჩერებული ან შეზღუდულია აშშ-სა და ევროკავშირში პოლიტიკური დავების გამო.

ბაუერი უკრაინას დაჰპირდა ნატოს ყოველდღიურ დახმარებას თავის თავდაცვით ომში, რადგან მისი თქმით, ამ ომის შედეგები გადაწყვეტს მსოფლიოს ბედს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S