უკრაინის საჰაერო ძალები: რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 22 დრონი ჩამოვაგდეთ
18/01/2024 06:53:47 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 22 დრონი ჩამოაგდეს.
რუსებმა უკრაინის მიმართულებით სულ 33 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს.
„საჰაერო ძალებისა და თავდაცვის ძალების ძალისხმევითა და თანამშრომლობით მტრის 22 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა. რამდენიმე დრონმა მიზანს ვერ მიაღწია“, - იუწყება უკრაინის საჰაერო ძალები.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა დრონები რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკისა და კურსკის ოლქებიდან გაუშვეს. გარდა ამისა, ბელგოროდის ოლქიდან ხარკოვის მიმართულებით ორი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტა გაისროლეს.
იაილეთ ასევე: მოსკოვთან, პეტერბურგთან და ბელგოროდში აფეთქებები იყო


