Accentnews.ge
მედია: უკრაინული დრონებით პეტერბურგში ნავთობბაზას შეუტიეს

მედია: უკრაინული დრონებით პეტერბურგში ნავთობბაზას შეუტიეს

18/01/2024 09:30:19 მსოფლიო

სანქტ-პეტერბურგში 18 იანვრის ღამით უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცოპერაცია იყო, - იუწყება უკრაინული მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

როგორც წყარო ამბობს, „ეს არის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოპერაცია თანამედროვე უკრაინული საშუალებების გამოყენებით. მონაცემთა შეგროვება გრძელდება, დადასტურებულია სამიზნეებზე დარტყმები“.

მისი თქმით, ეს არ ყოფილა ლენინგრადის ოლქზე პირველი შეტევა: „პირველად არა, მაგრამ არის განსხვავებები და მტერმა ეს იგრძნო“.

18 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სანქტ-პეტერბურგთან გაანეისტრალეს უკრაინული დრონები. ამასთან, ტელეგრამ–არხი Astra წერდა, რომ დრონი სანქტ-პეტერბურგში, „პეტერბურგის ნავთობტერმინალის“ ტერიტორიაზე დაეცა და აფეთქდა.

გარდა ამისა, აფეთქებების ხმების იმოდა მოსკოვთან და ბელგოროდში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S