ნორვეგია უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად $190 მილიონს გამოყოფს
19/01/2024 07:01:55 მსოფლიო
ნორვეგია უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად 2 მილიარდ ნორვეგიულ კრონს (190 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს. ამის შესახებ ნორვეგიის მთავრობამ განაცხადა და აღნიშნა, რომ ახლახან გამოცხადებული თანხებს 1 მილიარდი კრონა (95 მილიონი აშშ დოლარი) ემატება, რომელიც ევროკავშირის ASAP საბრძოლო პროექტებისთვისაა გამოყოფილი.
"თავდაცვის ინდუსტრიაში შესაძლებლობების გაძლიერება მნიშვნელოვანია, როგორც უკრაინისთვის, ასევე ჩვენი უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა.
ცნობილია, რომ 190 მილიონი დოლარის დაფინანსების დაახლოებით ნახევარი კონკრეტულ კონტრაქტებზე Nammo-თან, ფინურ-ნორვეგიულ თავდაცვის კომპანიასთან მიდის, რომელიც რაკეტებსა და საბრძოლო მასალას აწარმოებს.
მანამდე, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მიმართეს თავიანთ პარტნიორებს, გააძლიერონ ჭურვების მიწოდება, რადგან ევროკავშირის გეგმა გაზაფხულამდე 1 მილიონი ჭურვის მიწოდების შესახებ, სავარაუდოდ, ვადას გადააცილებს.
იხილეთ ასევე: 20-ზე მეტმა ქვეყანამ საარტილერიო კოალიცია შექმნა უკრაინისთვის


