Accentnews.ge
ISW: სატელიტური ფოტოებით დადასტურდა, რომ რუსებმა შავ ზღვაში კიდევ ერთი ხომალდი დაკარგეს

ISW: სატელიტური ფოტოებით დადასტურდა, რომ რუსებმა შავ ზღვაში კიდევ ერთი ხომალდი დაკარგეს

19/01/2024 08:45:24 მსოფლიო

სატელიტურმა სურათებმა დაადასტურა, რომ უკრაინულმა დარტყმებმა ყირიმში 2023 წლის დეკემბრის ბოლოს ჩაძირა რუსული "ტარანტულას" კლასის ხომალდი სევასტოპოლთან,– ნათქვამია ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) მოხსენებაში.

ყირიმის პარტიზანულმა მოძრაობა „ატეშმა“ 18 იანვარს განაცხადა, რომ სადაზვერვო ოპერაციისას სევასტოპოლის ყურეში ჩაძირული ხომალდი აღმოაჩინეს. პარტიზანების მკიერ გამოქვეყნებული კოორდინატების სატელიტური სურათები ადასტურებს, რომ ხომალდი ჩაიძირა 2023 წლის 28-31 დეკემბრის პერიოდში.

„აქამდე უცნობი წარმატებული უკრაინული დარტყმის ეს დადასტურება მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინის ბოლო თავდასხმების კამპანია ოკუპირებულ ყირიმში შესაძლოა უფრო წარმატებული ყოფილიყო, ვიდრე ეს საჯარო წყაროებით იყო ცნობილი“, - წერს ISW.

ყირიმში რუსეთის ოფიციალური პირები ამტკიცებდნენ, რომ 2023 წლის 28 და 30 დეკემბერს რუსულმა ძალებმა მოიგერიეს უკრაინული საჰაერო და საზღვაო დრონებით თავდასხმები სევასტოპოლზე.

2023 წლის 26 დეკემბერს ყირიმში, ფეოდოსიას პორტზე უკრაინული ძალების დარტყმის შემდეგ, უკრაინული მხარის ცნობით, განადგურდა რუსული სადესანტო გემი Novocherkassk.

აღნიშნული დარტყმის შემდეგ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა განაცხადა, რომ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში განადგურდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 20%. მან აღნიშნა, რომ შავ ზღვაში რუსეთის დომინირება ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S