სომალის სანაპიროსთან დაკარგული ორი ამერიკელი სპეცრაზმელი გარდაცვლილებად გამოაცხადეს
22/01/2024 09:16:35 მსოფლიო
წითელ ზღვაში, სომალის სანაპიროსთან დაკარგულ ორ ამერიკელ სპეცრაზმელთან დაკავშირებით აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ 10-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ დაკარგული სპეცრაზმელების პოვნა ვერ მოხერხდა და ამ დროისთვის ისინი გარდაცვლილად ითვლებიან.
ცენტრალური სარდლობის ცნობით, სამძებრო სამუშაოებში აშშ-ის, იაპონიისა, და ესპანეთის საჰაერო და საზღვაო ნაწილები იყვნენ ჩართული. დაკარგულ სპეცრაზმელებს 54 000-ზე მეტი კვადრატული კილომეტრის სივრცეში ეძებდნენ.
სპეცრაზმელები 11 იანვარს გაუჩინარდნენ, როდესაც ცდილობდნენ, შეეჩერებინათ უდროშო ხომალდის გადაადგილება, რომელსაც, ამერიკული მხარის ცნობით, ბალისტიკური რაკეტები ირანიდან სავარაუდოდ იემენში ან სომალიში მიჰქონდა.
არსებული ცნობებით, ერთ-ერთი სპეცრაზმელი ძლიერმა ტალღამ გაიტაცა, ხოლო მეორე მის გადარჩენას ცდილობდა.


