Accentnews.ge
აფხაზეთში ხანძარს გადარჩენილი ნამუშევრების სარესტავრაციო სამუშაოებში რუს სპეციალისტებს რთავენ

აფხაზეთში ხანძარს გადარჩენილი ნამუშევრების სარესტავრაციო სამუშაოებში რუს სპეციალისტებს რთავენ

22/01/2024 09:52:15 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში, ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილ ხანძარს გადარჩენილი ნამუშევრების სარესტავრაციო სამუშაოებში რუსი სპეციალისტები ჩაერთვებიან. ამის შესახებ რუსეთის კულტურის მინისტრმა ოლგა ლუბიმოვამ განაცხადა.

„უახლოეს პერიოდში სოხუმში გაემგზავრება კულტურის სამინისტროს ჯგუფი, რომელშიც შევლენ ი.ე. გრაბარის სახელობის სრულიად რუსეთის ხელოვნების სამეცნიერო და აღდგენითი ცენტრის, რესტავრაციის სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტის, ტრეტიაკოვის გალერეისა და რუსეთის მუზეუმის წარმომადგენლები. სპეციალისტები ადგილზე შეამოწმებენ იმ ნახატებისა და დოკუმენტების მდგომარეობას, რომელთა გამოტანაც მოხერხდა ხანძრიდან, რათა ჩამოაყალიბონ სარესტავრაციო სამუშაოების გეგმა“, - დაწერა მან ტელეგრამ–არხზე.

„აფხაზეთის მხატვართა კავშირის“ შენობის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძარი კვირას, ღამით გაჩნდა. „ეროვნული სამხატვრო გალერეის“ თითქმის მთელი ფონდი დაიწვა.

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. კულტურის მინისტრის დინარა სმირის განცხადებით, ოთხი ათასი ნახატიდან მხოლოდ 150-მდე გადარჩა. განადგურდა ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის ყველა ნამუშევარი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S