Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში გადაასვენებენ უკრაინაში მოკლულ კიდევ ერთ აფხაზ მებრძოლს

ოკუპირებულ აფხაზეთში გადაასვენებენ უკრაინაში მოკლულ კიდევ ერთ აფხაზ მებრძოლს

22/01/2024 11:59:50 კონფლიქტები

უკრაინიდან რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გადაასვენებენ აფხაზ მებრძოლს ვლადიმერ ხარაბუას ცხედარს, რომელიც 20 იანვარს დაიღუპა. აფხაზური "დელეგაცია" რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში ჩავიდა.

ხარაბუა "პიატნაშკას" ბრიგადის შემადგენლობაში რუსეთის მხარეს იბრძოდა.

კრემლის მხარდამჭერი ტელეგრამ–არხების ცნობით, ის „ავდეევკაზე უკრაინის შეტევის" დროს მოკლეს.

2023 წლის ნოემბერსა და დეკემბერში სამი აფხაზი მებრძოლის - შამილ დასანიას, მარზაყან აჩბას და თემურ ხარიაშვილის ცხედრები ჩაასვენეს აფხაზეთში. მიმდინარე წლის იანვარში უკრაინის ომში აფხაზი დავით საბეკია დაიღუპა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S