Accentnews.ge
პრეზიდენტი:  მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, აღადგინოს ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე

პრეზიდენტი:  მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, აღადგინოს ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე

22/01/2024 12:19:34 კონფლიქტები

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის გალერეაში გაჩენილ ხანძარს ეხმაურება და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე იზრუნოს.

„ხანძარი, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის ეროვნული გალერეა გაანადგურა, ყველა ჩვენგანისთვის ტრაგედიაა. ვწუხვარ იმის გამო, რაც როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ისე რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, აღადგინოს ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე“, - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში.

„აფხაზეთის მხატვართა კავშირის“ შენობის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძარი კვირას, ღამით გაჩნდა. „ეროვნული სამხატვრო გალერეის“ თითქმის მთელი ფონდი დაიწვა.

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. კულტურის მინისტრის დინარა სმირის განცხადებით, ოთხი ათასი ნახატიდან მხოლოდ 150-მდე გადარჩა. განადგურდა ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის ყველა ნამუშევარი.

როგორც დაანონსდა, ხანძარს გადარჩენილი ნამუშევრების სარესტავრაციო სამუშაოებში რუსი სპეციალისტები ჩაერთვებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S