Accentnews.ge
ერმაკი: მივდივართ ზელენსკისა და ორბანის შეხვედრისკენ

ერმაკი: მივდივართ ზელენსკისა და ორბანის შეხვედრისკენ

22/01/2024 13:56:51 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ადმნისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერს–მინისტრ ვიქტორ ორბანს შორის შესაძლო შეხვედრისთვის, ორივე მხარე ემზადება:

"ჩვენ ნამდვილად მივდივართ ზელენსკისა და ორბანის შეხვედრისკენ. ეს იქნება მთავარი ამოცანა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს შეხვედრის დროს. " – თქვა ერმაკმა.

უკრაინისა და უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელების შეხვედრა 29 იანვარს, უჟგოროდში იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს უნგრეთმა დაბლოკა უკრაინისთვის 50 მილიარდი ფინანსური დახმარების გამოყოფა ევროკავშირის ბიუჯეტიდან.

Wall Street Journal წერს, რომ ევროკავშირის ოფიციალური პირები ამ კვირაში დაიწყებენ ახალი გეგმის განხილვას, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის დახმარებას ათობით მილიარდი დოლარით ორბანის ვეტოს გვერდის ავლით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S