Accentnews.ge
ბორელი: მინისტრები შეთანხმდნენ, რომ დროა, მეტი გავაკეთოთ ფინანსური რესურსებით, სამხედრო აღჭურვილობით და ყველაფრით, რაც უკრაინას თავდაცვისთვის სჭირდება

ბორელი: მინისტრები შეთანხმდნენ, რომ დროა, მეტი გავაკეთოთ ფინანსური რესურსებით, სამხედრო აღჭურვილობით და ყველაფრით, რაც უკრაინას თავდაცვისთვის სჭირდება

22/01/2024 19:32:42 მსოფლიო

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი თებერვლის დასაწყისში კიევს ეწვევა. ამის შესახებ თავად განაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. შეხვედრაზე ახლო აღმოსავლეთის და უკრაინის საკითხებზე იმსჯელებს.

როგორც ბრელმა პრესკონფერენციაზე ამასთან დაკავშირებით თქვა, „მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ახლა არ არის ის დრო, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა შევასუსტოთ, პირიქით, დროა მეტი გავაკეთოთ და უფრო სწრაფად: ფინანსური რესურსებით, სამხედრო აღჭურვილობით, ჯარისკაცების წვრთნებით და ყველაფრით, რაც უკრაინას თავის დასაცავად სჭირდება“.

ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენების შესახებ პოლიტიკური შეთანხმება არსებობს. ასევე, მიმდინარეობს დისკუსიები უკრაინის იარაღით მხარდაჭერის ფონდის შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S