Accentnews.ge
კემერონი ორბანს უკრაინის და შვედეთის თაობაზე ესაუბრა

კემერონი ორბანს უკრაინის და შვედეთის თაობაზე ესაუბრა

23/01/2024 12:58:24 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ კემერონსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

„ჩვენ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ და მისი მომავალი უსაფრთხოება დავიცვათ. დღეს ეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან განვიხილე, შვედეთის ნატო-ში სწრაფად გაწევრიანების მნიშვნელობასთან ერთად, რაც მოკავშირეებისა და ნატო-ს უსაფრთხოებას გააძლიერებს და ევროატლანტიკურ ზონას უფრო მეტად დაიცავს“, - წერს დევიდ კამერონი X-ზე.

დღეს ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის განსახილველად ბუდაპეშტში მიიწვია.

ასევე ცნობილია, რომ უნგრეთი ბლოკავს უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებას.

იხილეთ ასევე: Bloomberg: ევროკავშირი უნგრეთის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს განიხილავს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S