
სალომე ზურაბიშვილი: სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა, უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში
26/01/2024 18:23:11 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ქვეყანაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, თუმცა იქვე მწუხარებით აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს "არ ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში".
"ასევე სამწუხარო და აღსანიშნავია ისიც, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან არ ხდება პრეზიდენტის ინფორმირება ქვეყანაში დაგეგმილი მაღალი რანგის ვიზიტების, შეხვედრებისა თუ ღონისძიებების შესახებ",– აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
სომხეთის პრემიერ–მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს დღეს ესტუმრა და გამართა შეხვედრები.
დღესვე საქართველოს და სომხეთი პრემიერ–მინისტრებმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. ჯერ არც ერთ მხარეს არ დაუზუსტებია, რას მოიცავს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება.