Accentnews.ge
იმნაძე: კომუნიკაცია გვაქვს აღსრულების სამსახურთან, მათ შორის, ზარალის ანაზღაურებაზე

იმნაძე: კომუნიკაცია გვაქვს აღსრულების სამსახურთან, მათ შორის, ზარალის ანაზღაურებაზე

31/01/2024 06:23:00 სამართალი, საზოგადოება

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულ გიორგი ხასაიას და აკაკი ჩიქობავა შესაძლოა, პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.

პირობები ბრალდების მხარემ 30 იანვარს გააჟღერა. კერძოდ, საუბარია ზარალის ანაზღაურებასა და ბრალის აღიარებაზე.

დაცვის მხარე ამბობს, რომ ამჟამად კომუნიკაცია აქვთ აღსრულების ბიუროსთან ზარალის ანაზღაურებაზე.

"პროკურატურის ეს ახალი პოზიცია არის მისასალმებელი და სწორი. ჩვენ გვაქვს უკვე კომუნიკაცია აღსრულების სამსახურთან, მათ შორის იმისთვის, რომ ტექნიკური დეტალები დაზუსტდეს - რა ფორმით, როგორ უნდა მოხდეს ზიანის ანაზღაურება. ჩვენ შევხვდით უნივერსიტეტის რექტორს, ჯაბა სამუშიას, რომელმაც კვირას გადმოგვცა მხარდაჭერის წერილი. ამ დოკუმენტში რექტორი საუბრობს იმაზე, რომ აკაკი ჩიქობავა არის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და რომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არის გაუმართლებელი და უმჯობესია უფრო მსუბუქი ზომით შეიცვალოს პატიმრობა", - ამბობს ადვოკატი გური იმნაძე.

რაც შეეხება ბრალის აღიარების ნაწილს, სასამართლო პროცესზე დაკავებულებმა წარდგენილი ბრალდება ნაწილობრივ აღიარეს – ისინი სხვისი ნივთის დაზიანების ნაწილს ეთანხმებიან, თუმცა უარყოფენ ქმედების ჯგუფურად ჩადენის ნაწილს.

პოლიციამ გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა სისხლის სამართლის წესით 23 იანვარს დააკავა ოჯახის გამოსახლების დროს. ორივე მათგანს შსს ედავება აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას. პროკურორის ინფორმაციით, აქციაზე მყოფმა ხასაიამ და ჩიქობავამ 3 380 ლარის ზიანი მიაყენეს სახელმწიფო უწყებას.

დაკავებულებს ბრალი წაუყენეს 24 იანვარს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ჯგუფურად). მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას 25 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S