
"იმედი": ვარდოსანიძე წერილში აცხადებდა, რომ ტელეკომპანიის ავტომობილები დანაღმა
31/01/2024 14:42:39 სამართალი, საზოგადოება
ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ "ალტ–ინფოს" წევრ ბექა ვარდოსანიძის სახელით მუქარის შემცველი შეტყობინება თავადაც მიიღეს.
არხის ცნობით, წერილში რომელიც „იმედმა“ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო და შინაარსსაც ასაჯაროებს. კერძოდ, მათი ცნობით, წერილის ავტორი ამბობდა, რომ ტელეკომპანიის ავტომობილებში იყო დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობები, ისევე, როგორც თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საახალწლო ღონისძიებები იმართებოდა.
"იმედში" აცხადებენ, რომ წერილის მიღებისთანავე ტელეკომპანია დაუკავშირდა საგამოძიებო უწყებას და ყველა საგამოძიებო მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა.
ბექა ვარდოსანიძე სუს-ში გამოკითხვაზე 31 იანვარს, დილის საათებში გადაიყვანეს, ხოლო მისი სახლიდან კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს.
როგორც სუს–ში განიმარტა, ვარდოსანიძე ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხავენ. მუხლი ითვალისწინებს პატიმრობას 3-დან 6 წლამდე, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე.
ძალადობრივ "ალტ-ინფოში" ვარდოსანიძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.