Accentnews.ge
ქართველებო, გვიჩვენეთ სიყვარული - და აფხაზებიც გაგეხსნებით!

ქართველებო, გვიჩვენეთ სიყვარული - და აფხაზებიც გაგეხსნებით!

02/02/2024 17:13:16 კონფლიქტები

სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო, ამბობენ. ჰოდა ეგ ჩვენს შესახებაა სწორედ. გენეტიკას ახსოვს, სისხლს ახსოვს და ვერც ვერავინ უარყოფს, რომ ნამდვილი ძმები ვართ. თანაც არა უბრალოდ ძმები, არამედ მუდამ ერთად მოარულნი - ჭირშიცა და ლხინშიც. მე-18 საუკუნის დასაწყისამდე ვერ იპოვით ისტორიაში მომენტს, ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთისთვის ემტეროთ. დიახ, არსებობდა გარკვეული ლოკალური პრობლემები. მაგრამ ისეთი რა მოხდა ჩვენს შორის, რომ ვქცეულიყავით მოსისხლე მტრებად, რომლებიც მზად არიან, ერთმანეთი გაანადგურონ?

როგორ მოხდა და საერთოდ, როგორაა შესაძლებელი, ქართველები - ეს ღია ერი დიდი გულით, მტრად გადაჰკიდებოდნენ თავის ძმებს - აფხაზს? რა ვერ გაიყვეს ამ ასივე პროცენტით ერთმანეთის მსგავსმა ხალხებმა? - იკითხავენ საქმეში ჩაუხედავები. არადა, ყველაფერი მარტივია და გასაგები, ყოველ შემთხვევაში - ჩემთვის: მიზეზი განდიდების მანიაა და კითხვა-მტკიცება „ვინაა სახლში უფროსი?“.

ოფიციალურ ისტორიას შეცდომაში შევყავართ: ყველაფერი ხომ ისე იწერებოდა და იცვლებოდა, ვის როდის როგორ აწყობდა. ამდენად, დღეს ამაზე კამათიც არ ღირს. ჩემს სისხლს ახსოვს, რომ აფხაზები ქართული სამეფოს აღმშენებლობის საფუძვლებთან იდგნენ, რომ ყველა დროს იბრძოდნენ ქართული სამეფოსთვის, რომ აფხაზი მეფეები მმართველობდნენ საქართველოში, მიუხედავად მათი ეროვნებისა. და საერთოდაც, არ არსებობს ორი იმაზე ახლობელი ხალხი, ვიდრე ქარველები და აფხაზები ვართ - ეს გულის სიღრმეში თქვენც იცით და ჩვენც.

მაგრამ დღეს ქართველები ებრძვიან იმას, რისი დამარცხებაც შეუძლებელია, როცა აფხაზეთს თავის ტერიტორიას უწოდებენ. აფხაზს უნდა გააჩნდეს პლანეტაზე საკუთარი მიწა, რომელიც ყოველთვის გააჩნდა. ისე მოხდა, რომ რუსეთის იმპერიამ გაანადგურა აფხაზური სამეფო მოსახლეობის 80 პროცენტთან ერთად. საქარველოს კი ახლა ნარჩენების განადგურება სურს, ნაცვლად იმისა, რომ აღდგენაში დაგვეხმაროს. რამდენად სამართლიანია, ერთის მხრივ, იმას ამბობდე, რომ ძმები ვართ, ხოლო მეორეს მხრივ, საკუთარ წესებს გვკარნახობდე? ასე ვერასდროს შევრიგდებით და ქართველებმა ეს უნდა გააცნობიერონ.

რაც 1992-93 წლებში მოხდა, სწორედ ამას უკავშირდებოდა. როცა იღწვი, ხელში ჩაიგდო ის, რაც არ გეკუთვნის, ეს ბედნიერებას არ მოგიტანს - ეს კანონია ყველასთვის ამ პლანეტაზე და მათ შორის ჩვენთვისაც. ყველაფერი საკმაოდ მარტივია, თუ ცხოვრებისეულ წესებს დავიცავთ. ჩვენ არაფერი გვაქვს გასაყოფი, ერთად ვცხოვრობთ ერთ მიწაზე, მეზობლები ვართ და ძმები ათასი წლის განმავლობაში - ეს უნდა აღიაროთ. ჩვენ - აფხაზები არავის ვებრძვით, უბრალოდ ვიცავთ კუთვნილს და ჩვენი ძალაც ამაშია.

დადგა დრო, აღვადგინოთ ჩვენი ხალხების ძმობა და ურთიერთსიყვარული. ჩვენ მაინც ერთად ვიქნებით - ასე ინება უფალმა მიწების დანაწილება. ჰოდა, მოდით, მეგობრობის ხელი გავუწოდოთ ერთმანეთს, კაცურად გავიხსენოთ კარგი დრო - წლები, ასწლეულები, ათასწლეულები … ჩვენ ხომ რეალურად, ძალიან ბევრი გვაქვს საერთო, ძმური და სწორედ ამას უნდა დავეყრდნოთ, გაუთავებელი ნეგატივის ნაცვლად. უკვე არაერთი ახალი თაობა დაიბადა და მათ სიყვარული უნდა დავუტოვოთ - არა სიძულვილი. მიწა თითოეულს ჩვენი გვაქვს - მთავარია, აღიარეთ აფხაზური ეთნოსი, გვიჩვენეთ თქვენი სიყვარული - და აფხაზები გაგეხსნებით.

ინალ არისთავა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S