დონალდ ტუსკი – რესპუბლიკელებს: რონალდ რეიგანი საფლავში ბრუნავს, გრცხვენოდეთ!
08/02/2024 10:28:49 მსოფლიო
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორები უკრაინის დახმარების დაბლოკვის გამო გააკრიტიკა.
„ძვირფასო ამერიკელო რესპუბლიკელო სენატორებო. რონალდ რეიგანი, რომელიც მილიონობით ჩვენგანს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაეხმარა, დღეს ნამდვილად საფლავში ბრუნავს. გრცხვენოდეთ!“ - წერს დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: სენატში მიღწეული ორპარტიული შეთანხმების მიუხედავად, რესპუბლიკელებმა უკრაინის და ისრაელის დახმარებას მხარი აღარ დაუჭირეს.
ამავე თემაზე: ბაიდენმა ტრამპი რესპუბლიკელების მიმართ მუქარაში დაადანაშაულა.


