რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად „ანტიტერორისტულ წვრთნებს“ ჩაატარებს

08-02-2024 18:04:50 კონფლიქტები

რუსეთის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ძალოვანი "უწყებების" წარმომადგენლები 10 თებერვალს რიწის ტბაზე „ანტიტერორისტულ წვრთნებს“ გამართავენ. ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს დე ფაქტო ხელმძღვანელზე რობერტ კიუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რიწაზე ანტიტერორისტული წვრთნები ჩატარდება და მასში მონაწილეობას აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, რუსეთის გვარდიის და რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის შსს-ს თანამშრომლები მიიღებენ. გამოყენებული იქნება მძიმე ტექნიკა და კატარღები, იმუშავებენ მყვინთავები“, - განაცხადა კიუტმა.

მისი თქმით, წვრთნების დროს, რომელიც ერთ დღეს გაგრძელდება, იგეგმება ტერორისტული ჯგუფის შეჭრის შემთხვევაში მოქმედებების ტაქტიკა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები