09-02-2024 18:41:15 მსოფლიო ,მითები და რეალობა
Fox News-ის ყოფილ წამყვან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუს დროს კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა მთელი რიგი არასწორი ცნობები გააჟღერა, რაზეც "ნასტოიაშიე ვრემიამ" გაამახვილა ყურადღება:
რეალურად, ვოლოდიმირ ზელენსკის მამა დაიბადა ომის დასრულებიდან ორი წლის შემდეგ – 1947 წელს. ალექსანდრე ზელენსკი არის კრივოი როგის მკვიდრი; 1972 წელს მან წარჩინებით დაამთავრა კრივოი როგის სამთო ინსტიტუტის ელექტროინჟინერიის ფაკულტეტი სამთო ავტომატიზაციის სპეციალობით.
რეალურად, გერშკოვიჩს, რომელიც დააკავეს 2023 წლის 29 მარტს ეკატერინბურგში, მოსკოვის სასამართლომ ჯაშუშობაში დაადანაშაულა. პატიმრობა 2024 წლის 30 მარტამდე გახანგრძლივდა. სასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა და მას ესწრებოდა აშშ-ის გენერალური კონსული სტიუარტ უილსონი. FSB-ს მტკიცებით, ჟურნალისტმა „ამერიკული მხარის მითითებით შეაგროვა ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის შესახებ“. მაგრამ გერშკოვიჩი და The Wall Street Journal უარყოფენ ბრალდებებს. გამოცემამ არაერთხელ მოითხოვა ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. თეთრმა სახლმა ბრალდებებს "სასაცილო" უწოდა, ხოლო პრეზიდენტმა ბაიდენმა ჟურნალისტის დაკავება "სრულიად უკანონოდ" შეაფასა. გერშკოვიჩს უწოდებენ "კრემლის იდეალურ ტყვეს", რომლითაც შეავსო რუსეთის მთავრობის ე.წ. "გასაცვლელთა ფონდი".
რეალურად, 2013 წელს კიევის ცენტრში მრავალთვიანი საპროტესტო აქციები უკრაინის ოპოზიციის ინიცირებული იყო უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერით. ხალხი ქუჩებში გამოვიდა, რადგან უკრაინის მთავრობამ შეაჩერა მზადება უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისთვის. ევრომაიდანს აქტიურად უჭერდა მხარს არა მხოლოდ კიევის მოსახლეობა, არამედ ქვეყნის მასშტაბით. ისინი უკმაყოფილონი იყვნენ სოციალური უსამართლობის მაღალი დონით და ყოვლისმომცველი კორუფციით.
რეალურად, ომი დონბასში რუსული მხარის მიერ იყო პროვოცირებული და დაიწყო სეპარატისტების მიერ 2014 წლის 7 აპრილს ხარკოვში, დონეცკსა და ლუგანსკში ადმინისტრაციული შენობების დაკავებით. ამის შემდეგ გამოცხადდა ანტიკრიზისული შტაბის შექმნის შესახებ და ასევე ის, რომ „ანტიტერორისტული ღონისძიებები განხორციელდება მათ წინააღმდეგ, ვინც იარაღი აიღო ხელში“. ერთი კვირის შემდეგ პრეზიდენტის ბრძანებულება გამოქვეყნდა აღმოსავლეთ უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციის შესახებ. ძირითადი მოქმედებები წარიმართა ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებში. იქ უკრაინის უსაფრთხოების ძალებს თავდაპირველად დაუპირისპირდნენ რუსი დაქირავებული ჯარისკაცების მცირე რაზმები და პოლიციის ყოფილი სპეცრაზმის წევრები, რომლებიც მანამდე მონაწილეობდნენ კიევში მაიდანის აქტივისტების მკვლელობებში. რუსეთმა დაპირისპირებას "სამოქალაქო ომი" უწოდა საკუტარი როლის გამოსარიცხად, მიუხედავად იმისა, რომ რუსი სამხედროები ამ ტერიტორიებზე სულ მცირე 2014 წლის აპრილიდან იმყოფებოდნენ.