Accentnews.ge
რთული ეპიდვითარების გამო ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში სკოლები და ბაღები იხურება

რთული ეპიდვითარების გამო ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში სკოლები და ბაღები იხურება

09/02/2024 16:50:01 კონფლიქტები

რთული ეპიდვითარების გამო ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში სკოლები და ბაღები იხურება. საკარანტინო ღონისძიებები რეგიონის სკოლებში თითქმის ერთი კვირის წინ დაიწყო, როცა ცალკეულ კლასებს ხურავდნენ, კვირის ბოლოს კი ეპიდემიური ვითარება არ გამოსწორებულა და სასწავლო პროცესი უკვე არაერთ სკოლაში შეწყდა.

როგორც დე ფაქტო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი აღზრდის, ზოგადი, დამატებითი განათლებისა და ბავშვთა სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ვილმა ცხოვრებოვამ განაცხადა, სასწავლო პრეცესი დღეიდან შეჩერდა სახელოვნებო სახელმწიფო ლიცეუმშიც:

„ექიმების რეკომენდაციით, მოსწავლეებში გრიპის და ვირუსული ინფექციებით ინფიცირების შემთხვევების გაზრდის გამო, ლიცეუმი 10-დან 17 თებერვლამდე სრულად დაიხურება“.

დე ფაქტო განათლების სამინისტრომ ცხინვალის მე-5 საშუალო სკოლაც სრულად დახურა. მანამდე კი დაიხურა მე-16, მე-11 და მე-20 საბავშვო ბაღები. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში თითქმის ყველა ბავშვი ავად იყო.

ცხინვალელი ექიმები მშობლებს აფრთხილებენ, რომ ვირუსული ინფექციების სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, ბავშვებს იმ სკოლებში ნუ გაუშვებენ, რომლებსაც ჯერ კიდევ არ შეუწყვეტიათ სასწავლო პროცესი. გააჩერონ სახლში, ვითარების გაუარესების შემთხვევაში კი მიმართონ ექიმს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S