ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება დანარჩენ საქართველოში გადმოსულების დასაშინებლად პროპაგანდისტულ ხერხებს იყენებს

09-02-2024 22:20:28 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ხშირად გადმოჰყავთ. ამის გამო დე ფაქტო ხელისუფლება შეშფოთებას გამოთქვამს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს ე.წ სასაზღვრო კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს.

„ბოლო დროს გაიზარდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის შინაური ცხოველების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანის და საძოვრებზე გაშვების შემთხვევები, რაც ქმნის ცხოველების დაავადებების და პათოგენების საპირისპირო მიმართულებით გადატანის რისკებს”, – ნათქვამია დე-ფაქტო უწყების განცხადებაში.

ამ განცხადებიდან ჩანს, რომ დე ფაქტო უწყება დანარჩენ საქართველოში გადმოსულების დასაშინებლად პროპაგანდისტულ ხერხებს იყენებს და მოსახლეობას იმ ინფორმაციას აწვდის, რომ თითქოს ქართული სოფლების მიმდებარე საძოვრები დაბინძურებულია და იქიდან ცხოველთა დაავადების გადატანა ცხინვალის რეგიონშია შესაძლებელი. არადა, რეალური მიზეზი ისაა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები ხშირად ე.წ გამშვები პუნქტების გვერდის ავლით, შემოვლითი გზებით საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოდიან და ამგვარად დროს და ხარჯებს ზოგავენ.

ისინი თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ჯანდაცვის სერვისების მისაღებად, სავაჭროდ და ნათესავების მოსანახულებლად მიდიან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები