ბორელი ტრამპის განცხადებებზე: NATO ვერ იქნება „მენიუს“ ალიანსი, ის ან არსებობს, ან – არა
12/02/2024 10:24:00 მსოფლიო
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ნატო არ შეიძლება იყოს „მენიუს“ ალიანსი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის განწყობის მიხედვით მუშაობს. ასე გამოეხმაურა ბორელი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის და ახალ საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო კანდიდატის დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ წაახალისებდა რუსეთს, დაარტყას NATO–ს წევრებს, რომლებიც თავდაცვაზე საკმარის თანხებს არ ხარჯავენ.
„ნება მომეცით, ვიყო სარკასტული. ამ კამპანიაში კიდევ ბევრ რამეს დავინახავთ და მოვისმენთ. მოდით, ვიყოთ სერიოზულები: ნატო არ შეიძლება იყოს თავდაცვითი ალიანსი მენიუში, ის არ შეიძლება იყოს ალიანსი, რომელიც დამოკიდებული იქნება აშშ-ის პრეზიდენტის განწყობაზე. ეს არ შეიძლება იყოს "დიახ, არა, დიახ, ხვალინდელი დღე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ ხარ". მოდით ვიყოთ სერიოზულები“, - თქვა ბორელმა ბრიუსელში.
”ის არსებობს ან არ არსებობს”, - თქვა ბორელმა და დასძინა, რომ არ აპირებს კომენტარის გაგრძელებას ”ნებისმიერ სულელური იდეაზე”, რომელიც წარმოიქმნება აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიის დროს.
ტრამპი ამ სკანდალური განცხადებებით გამოვიდა "რესპუბლიკური პარტიის" მხრიდან პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინირებისთვის წარმოებული კამპანიისას.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ NATO–ს ერთ-ერთი შეხვედრაზე, ერთ-ერთი სახელმწიფოს მეთაურს უთხრა, რომ აშშ არ დაიცავდა არცერთ ქვეყანას, რომელსაც ვალდებულება არ შეუსრულებია:
„არა, მე არ დაგიცავ. სინამდვილეში, მათ წავახალისებდი, რა ჯანდაბაც უნდათ, ის გააკეთონ. თქვენ უნდა გადაიხადოთ. თქვენ უნდა გადაიხადოთ გადასახადები“.
როცა პრეზიდენტი იყო, ტრამპი ხშირად გამოთქვამდა ეჭვებს ალიანსის საჭიროებაზე და იმუქრებოდა, რომ NATO–ს დატოვებდა, თუკი წევრი ქვეყნები თავდაცვაზე საკმარის ხარჯებს არ გაიღებდნენ.
იხილეთ ასევე: ევროპის ლიდერები, თეთრი სახლი და NATO ტრამპის განცხადებას რუსეთსა და ალიანსზე გმობენ


