შოლცი: ევროპა იარაღის ფართომასშტაბიან წარმოებაზე უნდა გადავიდეს
12/02/2024 18:33:44 მსოფლიო
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ორშაბათს იარაღია მწარმოებელი კომპანიის ახალი ქარხნის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაზე გამოვიდა მოწოდებით, გადავიდნენ თავდაცვითი აღჭურვილობის ფართომასშტაბიან წარმოებაზე, რათა ევროპამ შეძლოს წარმატებით შეაჩეროს აგრესორები. შოლცის სიტყვებს ZDF ციტირებს.
შოლცის თქმით, ევროპელმა პარტნიორებმა უნდა გააერთიანონ თავიანთი შეკვეთები და უზრუნველყონ თავდაცვის ინდუსტრიის მიწოდების უსაფრთხოება მომავალი ათწლეულების განმავლობაში.
„ჩვენ უნდა გადავიდეთ თავდაცვითი ტექნიკის ფართომასშტაბიან წარმოებაზე“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ღიად გამოხატული იმპერიული ამბიციები არის "მთავარი საფრთხე ევროპული სამშვიდობო წესრიგისთვის", - თქვა შოლცმა და დასძინა, ”თუ გინდა მშვიდობა, წარმატებით უნდა შეაჩერო პოტენციური აგრესორები”.
იხილეთ ასევე: "მხოლოდ წელს უკრაინა ასობით ათას ჭურვს მიიღებს" – Rheinmetall-მა ახალი ქარხნის მშენებლობა დაიწყო


