Accentnews.ge
ფრანგი მინისტრი – ტრამპის განცხადებაზე: ევროპას სიცოცხლის მეორე დაზღვევა სჭირდება

ფრანგი მინისტრი – ტრამპის განცხადებაზე: ევროპას სიცოცხლის მეორე დაზღვევა სჭირდება

12/02/2024 18:49:03 მსოფლიო

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟორნემ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო კანდიდატის დონალდ ტრამპის სკანდალური განცხადების შემდეგ თქვა, რომ ევროპას "სიცოცხლის ახალი დაზღვევა ესაჭიროება".

„დიახ, ჩვენ გვჭირდება სიცოცხლის მეორე დაზღვევა, არა ნატოს ნაცვლად ან მის წინააღმდეგ, არამედ დამატებით“,– თქვა ფრანგმა დიპლომატმა 12 თებერვალს გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ „ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ არის კონტრაქტი დაცვის სამსახურთან“.

დიპლომატის სიტყვები ასახავს სტრატეგიული ავტონომიის იდეას, რომელსაც საფრანგეთი აქტიურად უჭერდა მხარს ევროპაში ემანუელ მაკრონის პრეზიდენტობის დროს. მისი იდეაა, შეამციროს დამოკიდებულება ამერიკის უსაფრთხოების ქოლგაზე და დაეყრდნოს პირველ რიგში ევროპულ რესურსებს.

იხილეთ ასევე: მაკრონი: ევროპა უფრო დომინანტ მოთამაშედ უნდა იქცეს

მაკრონი: გაბედული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ მიუხედავად იმისა, რას გააკეთებს აშშ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S