Accentnews.ge
სახელმწიფო მინისტრმა ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

სახელმწიფო მინისტრმა ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

14/02/2024 07:30:26 კონფლიქტები, რეკლამა

სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანმა ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს რეგიონში ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილ მდგომარეობასა და ადგილზე არსებულ საჭიროებებზე. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიმოიხილეს მათ მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, ასევე სამომავლო ინიციატივები.

"თავის მხრივ, თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესზე, მიღწეული შედეგებზე, სამომავლო ხედვებსა და ამოცანებზე, რაც ერთი მხრივ, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობაზე ზრუნვასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ხოლო მეორე მხრივ - ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დიალოგის, ნდობის აღდგენის და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრობლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის შერიგებისა და ჩართულობის მიმართულებით, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისა და აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობა.

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ", – აცხადებენ სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S