სირსკი: ავდეევკისა და კუპიანსკის დაცვაში რეზერვები ჩაერთვებიან
14/02/2024 07:40:34 მსოფლიო
ავდეევკასა და კუპიანსკის დასაცავად რეზერვებს გადაისვრიან. ასევე განხორციელდება ძალების გადაჯგუფება ამ მიმართულებით, რათა შეაჩერონ მტრის წინსვლა,– ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალმა მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა.
გადაწყვეტილება ფრონტის ხაზზე მთავარსარდლის და თავდაცვის მინისტრის ვიზიტის შემდეგ მიიღეს.
სირსკიმ აღნიშნა, რომ მტრის შეტევითი პოტენციალის შემცირების მიზნით, განხორციელდება უკრაინის ჯარების გადაჯგუფება და რეზერვების ჩართვა.
„სამუშაოს შედეგებიდან გამომდინარე მიღებულ იქნა ოპერატიული გადაწყვეტილებები ამ მიმართულებით რეზერვების, საბრძოლო სისტემების, საცეცხლე მხარდაჭერის მიზიდვის და ჯარებისა და ძალების გადაჯგუფების შესახებ. ასევე მტრის ძალების ლოკალიზების მისი შეტევითი პოტენციალის შესამცირებლად“, - განაცხადა მან.
სირსკიმ მეთაურებთან ასევე განიხილა ქვედანაყოფების საბრძოლო მხარდაჭერის საკითხები.
”ბრძოლის ველზე სიტუაციის სწრაფი ცვლილების გათვალისწინებით, მეთაურებს გადავეცი უფლებამოსილება, რომ დამოუკიდებლად მიიღონ შესაბამისი გადაუდებელი გადაწყვეტილებები პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად,” - თქვა სირსკიმ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ ავდეევკასა და კუპიანსკის მიმართულებით ოკუპანტები აძლიერებენ ძალისხმევას, ათეულობით და ასობით ჯარისკაცს იყენებენ "საზარბაზნე ხორცად" და ბომბავენ ფრონტის ხაზის ტერიტორიებს. ამასთან, თავდაცვის ძალები მტერს ზარალს აყენებენ. მხოლოდ ავდიივკის მიმართულებით ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა დამცველებმა 29 თავდასხმა მოიგერიეს.
იხილეთ ასევე: სირსკი – უკრაინა თავდაცვით ოპერაციაზე გადავიდა მტრის გამოფიტვის მიზნით


