Accentnews.ge
თეა ახვლედიანი ტოივო კლაარს შეხვდა

თეა ახვლედიანი ტოივო კლაარს შეხვდა

15/02/2024 06:17:09 კონფლიქტები, რეკლამა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ტოივო კლაართან შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის განსაკუთრებული როლისა და ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობის გზით.

"შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესზე და ამ კუთხით არსებულ სამომავლო ხედვებზე, რაც ადამიანზე ორიენტირებულ, სტატუს-ნეიტრალურ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებულ მიდგომებს ეფუძნება.

მხარეებმა შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს", – აცხადებენ სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S