მედია: აშშ-ის დაზვერვის ცნობით, რუსეთი ბირთვული იარაღის კოსმოსში გაშვებას გეგმავს
15/02/2024 09:24:08 მსოფლიო
აშშ-ის დაზვერვის ცნობით, რუსეთი გეგმავს, ატომური იარაღი კოსმოსში გამოცადოს,– იუწყება The Telegraph.
აშშ-ის დაზვერვამ რუსეთის ეს მცდელობა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხედ შეაფასა. შიშობენ, რომ რუსეთმა ატომური იარაღი შესაძლოა, დასავლურ სატელიტებზე თავდასასხმელად გამოიყენოს.
ჯო ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა დაზვერვის ანგარიში კონგრესის ლიდერების წინაშე 15 თებერვალს უნდა წარადგინოს.
იხილეთ ასევე: კონგრესში აშშ–ისთვის მოულოდნელ სერიოზულ საფრთხეზე ალაპარაკდნენ


