Accentnews.ge
შერჩება თუ არა ზესტაფონში ოთარ კვანტრიშვილის ქუჩას ეს სახელი - უცნობია

შერჩება თუ არა ზესტაფონში ოთარ კვანტრიშვილის ქუჩას ეს სახელი - უცნობია

28/05/2019 10:09:37 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება

ზესტაფონის მერია ოთარ კვანტრიშვილის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის საკითხის განხილვას უახლოეს ხანებში არ გეგმავს, ხოლო რა იქნება მომავალში – უწყებაში ამ ეტაპზე ვერ აზუსტებენ.

როგორც „აქცენტს“ ზესტაფონის მერიაში განუცხადეს. ახლადარჩეული მერი მოვალეობის შესრულებას უახლოეს დღეებში შეუდგება და ყველა საკითხი, მათ შორის შესაძლოა, ეს თემაც ამის შემდეგ იქნება განხილული.

“მანამდე ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ. საერთოდ რატომ გახდა ეს საკითხი ეხლა განხილვის საგანი, არ ვიცით, - როგორც ჩანს, ვიღაცამ თემა შეგნებულად ააგორა. ზუსტი ინფორმაცია არ გაგვაჩნია, თუმცა როგორც ვიცი, შრომის ქუჩას ოთარ კვანტრიშვილის სახელი ჯერ კიდევ 2001 წელს მიენიჭა. თავად კვანტრიშვილი, როგორც ვიცი, ბიზნესმენი გახლდათ, რომელიც 1994 წელს დაიღუპა“, – განუცხადა „აქცენტს“ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტმა ლელა გორგოძემ. 

ცნობისთვის: ზესტაფონში ოთარ კვანტრიშვილის სახელობის ქუჩის არსებობის შესახებ ინფორმაცია და მისი დამადასტურებელი ფოტო ამ დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელდა. 


ოთარ კვანტრიშვილი 1948 წელს ქალაქ ზესტაფონში დაიბადა, მაგრამ ცხოვრების უდიდესი ნაწილი რუსეთში, კერძოდ მოსკოვში გაატარა, სადაც მამამისი სარკინიგზო შემადგენლობის მძღოლად მუშაობდა. 1966 წელს,   18  წლის ასაკში კვანტრიშვილი დააკავეს და მოსკოვის სასამართლომ გაუპატიურების ბრალდებით 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა 4 წელიწადში, 1970 წელს მან შიზოფრენიის დიაგნოზით საპატიმროდან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაინაცვლა. 1985 წლიდან ოთარ კვანტრიშვილი რუსეთში ბიზნესით იყო დაკავებული, 1990-იანი წლების „ველური“ კაპიტალიზმის პირობებში სხვადასხვა კომერციულ დაწესებულებებში ( დისკოთეკები, სამორინეები და ა.შ.) წილებს ფლობდა, გახლდათ ასოციაციის „XXI საუკუნე“ თანადამფუძნებელი, რომლის უკანაც რუსეთის კრიმინალურ სინდიკატსა და იარაღის ბიზნესს მოიაზრებდნენ. 1994 წლის თებერბვალში კვანტრიშვილმა დააფუძნა პარტია „რუსეთის სპორტსმენები“, რომლის მიზნად რუსეთში „კანონიერების აღდგენა“ დაასახელა. მალევე, 1995 წლის 5 აპრილს მოსკოვის ცნობილი აბანოდან გამომავალი კვანტრიშვილი სნაიპერული იარაღიდან სამი გასროლით მოკლეს. 



კვანტრიშვილის პერსონაჟი ფიგურირებს უამრავ კრიმინალურ ტელესერიალში, როგორებიცაა „ბანდიტური პეტერბურგი“, „თხუნელა“, „დრონგო“, „ბანდები“, „გამყინვარების პერიოდი“, ასევე არაერთ დოკუმენტურ ფილმში, მათ შორის – „სამუდამო პატიმრობამისჯილებში“.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S