Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 15-18 თებერვალი

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 15-18 თებერვალი

20/02/2024 09:24:14 კონფლიქტები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის შემთხვევაში მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებს.

გაფრთხილების მიზეზად რუსეთის საგარეო უწყებამ რუსი ტურისტის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის 2021 წელს გასამართლებული ედგარ აბუხბას სასჯელი შემსუბუქების და პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დაასახელა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აფხაზური მართლმსაჯულება ლმობიერ დამოკიდებულებას ავლენს ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისა და დამნაშავეებისთვის დაკისრებული სასჯელის მიმართ. „ცხადია, ეს აფხაზეთის კურორტებზე ყოველწლიურად დიდი რაოდენობით ჩასული უცხოელი სტუმრების უსაფრთხოების რისკებს ქმნის, რის შესახებაც ჩვენ იძულებული ვართ ჩვენი თანამემამულეები გავაფრთხილოთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს პრესსამსახური გამოეხმაურა. მან აბუხბას გათავისუფლების ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ მას მხოლოდ სასჯელის ფორმა შეეცვალა. კერძოდ, აქამდე აბუხბა სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდიდა, რაც აფხაზეთის „კონსტიტუციას“ ეწინააღმდეგება, რადგან დანაშაულის ჩადენის დროს იგი არასრულწლოვანი იყო (აფხაზური კანონმდებლობით, თუ დანაშაული ჩადენილია არასრულწლოვანი პირის მიერ, მისთვის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრობის შეფარდება აკრძალულია და ბრალდებულის მიერ სრულწლოვანი ასაკის მიღწევა ამ შეზღუდვის გაუქმების საფუძველს არ იძლევა). შესაბამისად, დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დარჩენილ სასჯელს აბუხბა ზოგადი რეჟიმის დაწესებულებაში მოიხდის.

ედგარ აბუხბა აფხაზეთში 2019 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის დააკავეს - მას ბრალად ედებოდა რუსი ტურისტის გაუპატიურება და ძარცვა. 2021 წელს მას 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

„აფხაზეთში გამოჩნდნენ ძალები, რომლებიც ჩვენს პრაქტიკულად ერთადერთ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობებს უტევენ“

ეს განცხადება აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ დე ფაქტო პროკურატურაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენის დროს გააკეთა. მან განაცხადა, რომ აფხაზეთში ხალხი რასაც უნდა იმას ლაპარაკობს და დაუსჯელი რჩება. „თქვენ გაქვთ მნიშვნელოვანი მისია ყველა სახის დანაშაულთან საბრძოლველად. თქვენი იმედი მაქვს, რომ ამ მისიას კანონის წესების დაცვით გაუმკლავდებით”, – ასე მიმართა ბჟანიამ პროკურატურის თანამშრომლებს. ასლან ბჟანიამ ასევე გაიხსენა დე ფაქტო აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას სიტყვები, რომ “აფხაზური სახელმწიფოს არსებობა ორ ძალას ეფუძნება. ეს არის აფხაზი ხალხის ნება და რუსეთის მხარდაჭერა”. ასლან ბჟანიას განცხადებით, ზოგს შესაძლოა მოეწონოს ეს, ზოგს – არა, მაგრამ ფაქტი ფაქტად დარჩება. მან ასევე დასძინა, რომ მტრების ძებნა აფხაზეთის ფარგლებს გარეთ საჭირო არ არის, ისინი ყველგან არიან და თითოეული ხმალი მათ წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული.

ასლან ბჟანიას ამ განცხადებამ საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაა“-მ დე ფაქტო პრეზიდენტი მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას - სიტყვის თავისუფლებას. „სუვერენულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად აფხაზეთის მოსახლეობამ სისხლისმღვრელ ომს გაუძლო და არავის მივცემთ უფლებას, ჩვენი მრავალტანჯული ხალხი დააშინოს!“ - ნათქვამია ორგანიზაციის მიმართვაში.

ბჟანიას განცხადება მკაცრად გააპროტესტა ოპოზიციურმა პარტიამაც „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმი“. მისი განცხადებით, მსგავსი „სპეკულაციური რიტორიკა“ არა მხოლოდ არ უწყობს ხელს შექმნილი დაძაბული მდგომარეობის სტაბილიზაციას, არამედ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს აფხაზეთის საერთაშორისო იმიჯს და მის „მეგობრულ“ ურთიერთობებს“ რუსეთთან. „მდგომარეობის ხელოვნური და მიზანმიმართული დაძაბვის მცდელობები აფხაზეთში ვითომდა ანტირუსული განწყობებისა და ძალების არსებობის საბაბით აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ეს სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი შეცდომების დამალვა როგორც საშიანაო, ისე საგარეო პოლიტიკაში. ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის სხვა გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეების სახით, ჩვენ გვყავს მაღალი დონის პოლიტიკოსები, რომლებიც ღრმად აცნობიერებენ აფხაზი ხალხის მნიშვნელოვან როლს ქართულ შოვინიზმთან და აგრესიასთან ბრძოლაში“, აღნიშნულია განცხადებაში.

აქტივისტმა ლევან მიქაამ აფხაზეთში „რუსეთის ელჩის“ წერილთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

ლევან მიქაამ აღნიშნა, რომ ელჩის პასუხით ვერ გაიგო, არის თუ არა იგი მზად დიალოგისთვის ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან. აფხაზი აქტივისტი მიიჩნევს, რომ რუსეთის „ელჩი“ აფხაზეთის მოკავშირეა და მასთან პირადი შეხვედრები და საუბრები აუცილებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ასლან ბჟანია ყველგან „ანტირუსულ განწყობებზე“ საუბრობს. ლევან მიქაას თქმით, რუსეთის „ელჩის“ წერილის აგრესიული ტონი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ იგი არასწორადაა ინფორმირებული მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამავდროულად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ელჩთან თანამშრომლობის არასებობა რუსეთთან სტრატეგიულ ურთიერთობებზე უარყოფითად ვერ აისახება. „ელჩი მხოლოდ კერძო პირია და მე სიტუაციის დრამატიზებას არ დავიწყბებდი. ვფიქრობ, ეს მდგომარეობა ხელს შეუშლის მხოლოდ მის დიპლომატიურ კარიერას როგორც ელჩის, რომელმაც რუსეთის მოკავშირე ხალხთან საერთო ენა ვერ გამონახა“, აღნიშნავს ლევან მიქაა.

რამდენიმე დღის წინ აფხაზეთში რუსეთის „ელჩმა“ მიხაილ შურგალინმა აფხაზ ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „არუაა“-ს მიმართვაზე მის ლიდერს თემურ გულიას საპასუხო წერილი გაუგზავნა. წერილი 3 თებერვალს "ფსოუს" ე.წ გამშვებ პუნქტზე ჟურნალისტი ემა ხოჯაას დაკითხვას, ასევე აფხაზეთში შექმნილ საწვავის კრიზისს ეხებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S