
"საქართველოს სპეცსამსახურების დავალებით ჩაიდინეს ტერორისტული აქტები" – ოკუპირებულ ცხინვალში სამი პირი დაუსწრებლად გაასამართლეს
21/02/2024 09:21:58 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ სამი ადგილობრივი გაასამართლა "ტერორისმის" ბრალდებით.
როგორც ამტკიცებენ, გეორგი გოგიჩაევმა, ალან კარკუსოვმა და იანიკ კარკუსოვმა 2006 წელს, "საქართველოს სპეცსამსახურების დავალებით, ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ, რამდენიმე ტერორისტული დანაშაული ჩაიდინეს".
"სასამართლომ" ბრალდებულები დამნაშავედ ცნო ჯგუფურ ექსტრემიზმში, იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო დამზადებასა, შეძენას, შენახვასა და გადატანაში.
გეორგი გოგიჩაევსა და ალან კარკუსოვს 19-წლიანი, იანიკ კარკუსოვს კი 22-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს.
აღნიშნულ პირებზე საოკუპაციო რეჟიმს ძებნა აქვს გამოცხადებული.