Accentnews.ge
ფსოუზე მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით აფხაზეთის "საგარეო საქმეთა სამინისტრომ" ლავროვის უწყებას მიმართა

ფსოუზე მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით აფხაზეთის "საგარეო საქმეთა სამინისტრომ" ლავროვის უწყებას მიმართა

26/02/2024 14:19:49 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით, ყურადღება მიაქციოს ინციდენტებს, რომლებიც იქმნება "აფხაზეთ-რუსეთის საზღვრის გადაკვეთისას“.

როგორც ადრე იუწყებოდნენ, ფსოუზე გახშირდა რუსი მესაზღვრეების მიერ აფხაზი ოპოზიციონერების, აქტივისტების და ჟურნალისტების ხანგრძლივი შემოწმებები. ხოლო აფხაზეთის ე.წ. "საგარეო უწყება" ამტკიცებს, რომ საუბარია „მოქალაქეების რიგზე“.

„იმის გამო, რომ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ მიუღია დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე, საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუთითებს მოქალაქეების საჯარო გამოსვლებზე“, - ნათქვამია ე.წ სამინისტროს განცხადებაში.

სოხუმი ყურადღებას ამახვილებს „ამ ინციდენტების ნეგატიური ინტერპრეტაციის მცდელობებზე, რასთანაც საგარეო პოლიტიკურ უწყებას საერთო არაფერი აქვს“.

მანამდე დე ფაქტო უწყების ხელმძღვანელმა ინალ არძინბამ უარი თქვა ჟურნალისტებთან და აქტივისტებთან შეხვედრაზე, რომლებიც ფსოუზე ხანგრძლივ შემოწმებებს უჩიოდნენ. ზოგიერთი მათგანი დარწმუნებულია, რომ "ინციდენტები აფხაზეთის შიდა პოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S