Accentnews.ge
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება: მოსკოვს ჟენევის მოლაპარაკებების სხვა ქალაქში გადატანა სურს

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება: მოსკოვს ჟენევის მოლაპარაკებების სხვა ქალაქში გადატანა სურს

27/02/2024 09:09:45 კონფლიქტები

მოსკოვი ჟენევის მოლაპარაკებების „სხვა ადგილას“ გადატანას მოითხოვს, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადეს.

მათ თქმით, ალტერნატივად მინსკი და ბაქოა ჩაფიქრებული.

„დღეს რუსული მხარე ძალიან მნიშვნელოვან საკითხს აყენებს ჟენევის დისკუსიების ჟენევიდან სხვა ადგილას გადატანასთან დაკავშირებით. ეს განპირობებულია იმით, რომ ჟენევას სულ უფრო ნაკლებად შეუძლია, უზრუნველყოს თანაბარი პირობები მოლაპარაკებების პროცესში ყველა მონაწილისთვის“, - თქვა არძინბამ.

თავის მხრივ, ბჟანიამ განაცხადა, რომ საკითხი შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა წამოჭრა:

„რაც შეეხება ჟენევის დისკუსიებს, ბატონ ლავროვთან ბოლო შეხვედრაზე, მან ისაუბრა იმაზე, რომ ამ პლატფორმამ, ასე ვთქვათ, თავი ამოწურა. ამიტომ, მან იკითხა, წინააღმდეგი ხომ არ იქნება აფხაზური მხარე, რომ სამუშაოები გაგრძელდეს უფრო შესაფერის ადგილას. საუბარი იყო, მათ შორის, ბელარუსის დედაქალაზე, მინსკზე. ან სხვა ქვეყნების დედაქალაქებზე, ყოფილი საბჭოს კავშირის შედარებით ნეიტრალურ ქვეყნებზე. პრინციპში, ამის განხილვა შესაძლებელია. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ვფიქრობ ამაში ცუდი არაფერია. პირიქით, იქნებ რამე უკეთესობისკენ შეიცვალოს“.

ინალ არძინბას თქმით, "ეს საკითხი ძალიან აქტუალურია, და ვვარაუდობ, მომავალშიც უფრო აქტუალური იქნება“.

ქართულ მხარეს და მოლაპარაკებების საერთაშორისო მონაწილეებს მოსკოვისა და სოხუმის ინიციატივებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად შექმნილი ფორმატია. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებენ ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობს აშშ; ხოლო პროცესის თანათავმჯდომარეები არიან - ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S