
აფხაზური უბედურების ფრინველი
04/03/2024 12:07:26 კონფლიქტები
ბევრს ამ დრომდე ვერ გაუგია, რა მოხდა, რატომ იხოცება აფხაზეთის აკვატორიაში ფრინველი, რატომ ხდება ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ, რომელსაც დიდი ხანია, ბევრ რამეზე ვხუჭავთ.
არაფერიც არ მოხდა, უფრო სწორად, მოხდა, მაგრამ დიდი ხნის წინ.
20 წელია, აფხაზეთში მიღებულია ათასგვარი კანონი კორუფციული სქემებისთვის, რომლებიც ბუნებას ღუპავს, მაგრამ ჩინოსნებს ამდიდრებს. უკვე ტრადიციულად, თევზსაჭერი სეინერები ათასგვარი ხელშეკრულებისა და ლიზენციის საფუძველზე ქვეყნის ბიუჯეტს გასაოცარი თანხებით - 1 კგ ხამსაში 2 რუბლით ავსებენ, ყველაზე დიდი ჯარიმა კი 3 000 რუბლს შეადგენს.
და ეს ყველაფერი - მთავრობისა და მისი ეკოლოგების, ასევე იმ მოსახლეობის მდუმარე თანხმობით, რომელიც იმ ბიუჯეტიდან პენსიის სახით 1 კგ მოქალაქეში ისეთივე მიზერულ თანხებს იღებს. ხელმძღვანელი პირები და არაკეთილსინდისიერი თევზმჭერები კი კვლავინდებურად ღუპავენ ჩვენს და არა მარტო ჩვენს ბუნებას და არაფერი ადარდებთ, საკუთარი შემოსავლების გარდა.
ბოლო შემთხვევა, რომლის შესახებაც ყველამ იცის, მაგრამ ამდენს დუმან, ამასწინათ თევზსაჭერი სეინერების არალეგალური სარდაფების არალეგალურ მაცივრებში შენახული ამიაკით მოწამლული რამდენიმე თურქი მეზღვაურის გარდავალებას უკავშირდება. ამ ინციდენტის შემდეგ ყველა დანარჩენმა სეინერმა საშიში ამიაკი იაფი და მარტივი გზით მოიშორა - ზღვაში ჩაღვარა, რის გამოც ახლა ათასობით ფრინველი იხოცება.
ბუნების წინაშე ამ დანაშაულის ვერსია საქმეში ჩადეხულმა კომპეტენტურმა პირებმა შეგვატყობინეს, რომლებიც გასაგები მიზეზების გამო ანონიმებად დარჩენას ამჯობინებენ.
ვაქჰანალიამ, რომელიც „ბიზნესის“ ამ სფეროში დიდი ხანია, გრძელდება, ფრინველების მასობრივი დაღუპვა და ეკოვითარების მკვეთრი გაუარესება გამოიწვია, რომელიც, მაღალი ალბათობით, აფხაზეთის აკვატორიის ფარგლებს გასცდება. მაგრამ ხელისუფლებაცა და მისი ეკოლოგებიც დუმილს ინარჩუნებენ. ორივენი თევზებივით დუმან. ყველას თავისი ინტერესი აქვს.
თევზი, რომელიც ბიუჯეტს ავსებს (არა სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, არამედ კერძო პირთა წრის), მათ დიდი ხანია, აღარ ეცოდებათ. დიდი ამბავი, კილოში - 2 რუბლი …
ახლა აღარც ფრინველი ეცოდებათ - მთავარი ხომ ბუჯეტის შევსებაა - არა იმდენად სახელმწიფოსი, რამდენადაც საკუთარის, ეს კი ბევრ რამეზე თვალის დახუჭვას მოითხოვს …
ამას უკავშირდება დუმილიც, „ეპიდემიის“ შესახებ ბრიყვული ვერსიებიც. ადამიანი ხომ ბუნების მეფეა... ხოლო თუ ეს ადამიანი ყველაფერთან ერთად ხელმძღვანელი პირიცაა …
მოვა დრო, ბუნება ჩვენ - მის „მეფეებს“ აუცილებლად გვაზღვევინებს. და მართალიც იქნება.
ინალ არისთავა
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება