Accentnews.ge
ქაცარავა: ორკები საქართველოს ტერიტორიაზე ცალსახად ავითარებენ საკუთარ სამხედრო პოტენციალს

ქაცარავა: ორკები საქართველოს ტერიტორიაზე ცალსახად ავითარებენ საკუთარ სამხედრო პოტენციალს

05/03/2024 16:10:09 კონფლიქტები

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ ოკუპანტები გააქტიურდნენ,– იტყობინება ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" დამფუძნებელი დავით ქაცარავა.

მისი ცნობით, ოკუპანტებმა ერთ-ერთ უკანონო საგუშაგოსთან საცეცხლე წერტილი მოაწყვეს.

"ეს არის საგუშაგო, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია, აღმართულია, მაგრამ სამუშაოები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის საგუშაგოს გვერდზე საცეცხლე წერტილის მოწყობა, მიწისქვეშა ბლინდაჟის მოწყობაზეა საუბარი. ეს სამუშაოები უნდა განვიხილოთ იმ საერთო სურათში, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და იმ სამუშაოების ჭრილში, რომელიც ხორციელდება 2023 წლის მარტიდან და არაერთ მიმართულებაზე," - ამბობს ქაცარავა. ის გულისხმობს ოკუპანტების მიერ სამხედრო პოტენციალის განვითარებას საქართველოს ტერიტორიაზე.

ორიოდ დღის წინ ქაცარავა საოკუპაციო ხაზთან მორიგი პატრულირების შემდეგ იუწყებოდა, რომ დააფიქსირეს ოკუპანტების პატრული, რომელიც უახლესი ანტიდრონის იარაღით იყო აღჭურვილი:

"დავადგინეთ იარაღის მოდელიც – ეს გახლავთ რუსული წარმოების LPD – 801, რომელიც წარმოადგენს ორკების ერთ–ერთ ბოლო მოდელს აღნიშნულ იარაღებში. საპატრულო ჯგუფს აქამდე არასდროს ჰქონია პატრულირებაზე გამოტანილი LPD – 801, რაც ასევე წარმოადგენს საკმაოდ მკვეთრ ცვლილებას ორკების საპატრულო წესდებაში. ორკები ცალსახად ავითარებენ საკუთარ სამხედრო პოტენციალს საქართველოს ტერიტორიაზე, რაც მშვიდად ყოფნის საფუძველს წესით არ უნდა გვაძლევდეს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S