Accentnews.ge
ალიევი: სომხეთთან მშვიდობის დამყარებასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე

ალიევი: სომხეთთან მშვიდობის დამყარებასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე

14/03/2024 09:34:37 კავკასია

„ახლა სომხეთთან მშვიდობის დამყარებასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე“, - თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოს მე-11 გლობალური ფორუმის „დაშლილი სამყაროს აღდგენა“ გახსნისას.

„არასდროს, სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებლობის ისტორიაში, მშვიდობა არ ყოფილა ისე ახლოს, როგორც დღეს. და ეს არის მეორე ყარაბაღის ომის შედეგი“, - განაცხადა მან.

ალიევის თქმით, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული აღდგენა „ბევრ პოზიტიურ შედეგს მოიტანს ერთი შეხედვით გადაუჭრელი კონფლიქტების მოგვარების კუთხით“.

მანამდე აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სომხეთს ბაქოსთვის ოთხი სოფლის დაუყოვნებლივ გადაცემა მოსთხოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S