Accentnews.ge
უკრაინის ომში ცხინვალის კიდევ ერთი მკვიდრი დაიღუპა

უკრაინის ომში ცხინვალის კიდევ ერთი მკვიდრი დაიღუპა

22/03/2024 08:40:45 კონფლიქტები

უკრაინის ომში დაიღუპა ოკუპირებული ცხინვალის კიდევ ერთი მკვიდრი, ზელიმ ხარებოვი, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძოდა.

როგორც ჟურნალისტი არზუ მამედოვა იტყობინება, ხარებოვი სოფელ რაბოტინოში, ზაპოროჟიეს მიმართულებაზე საბრძოლო მოქმედებებისას მოკლეს.

„ის 42 წლის იყო. 6 წლის გოგონა დარჩა უმამოდ“, - წერს მამედოვა და დასძენს, რომ ხარებოვის დაკრძალვა 24 მარტს, ცხინვალში გაიმართება.

გამოცემა „Wings TV Ossetia“-ს ინფორმაციით, სადღეისოდ ცნობილია ვლადიმირ პუტინის ომში ცხინვალის 33 მკვიდრის დაღუპვის შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S