Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში "ტაჯიკი ექსტრემისტის" მოსკოვისთვის გადაცემაზე განაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში "ტაჯიკი ექსტრემისტის" მოსკოვისთვის გადაცემაზე განაცხადეს

25/03/2024 10:22:39 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრ რობერტ კიუტის განცხადებით, აფხაზეთის "ხელისუფლებამ" ცოტა ხნის წინ რუს კოლეგებს "ტაჯიკეთის ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი მოქალაქე გადასცა".

„ცოტა ხნის წინ აფხაზეთში იდენტიფიცირებული იქნა ექსტრემისტული ორგანიზაციის ორგანიზატორი ტაჯიკეთის რესპუბლიკიდან, რომელიც რუსეთის ფედერაციაში კოლეგებს გადავეცით. მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა ამ მიმართულებით“, - ციტირებს მედია კიუტს. მას დეტალებზე არ უსაუბრია.

მან დასძინა, რომ ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ (როგორც რუსეთი უწოდებს უკრაინასთან სრულმასშტაბიან ომს) დაწყების შემდეგ, აფხაზეთში თითქმის მუდმივად მოქმედებს გაძლიერებული რეჟიმი, ხორციელდება რეიდები და სხვა ზომები.

22 მარტს მოსკოვის ოლქში, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ შეიარაღებულმა პირების თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით, 137 ადამიანი დაიღუპა, 100–ზე მეტი დაშავდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის თავდასხმაში უშუალო მონაწილე ოთხი პირი. ოთხივე მათგანი ტაჯიკეთის მოქალაქეა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S