
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო ვერტმფრენი МИ-24 ჩამოვარდა
02/04/2024 08:27:22 კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო ვერტმფრენი МИ-24 ჩამოვარდა.
"თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი МИ-24 გულრიფშის რაიონში ჩამოვარდა. ეკიპაჟის სამივე წევრი ცოცხალია", – განუცხადა „აფსნიპრესს" ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საჰაერო ძალების სარდალმა ადგურ გუმბამ.
მისი თქმით, შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს იძიებენ.