Accentnews.ge
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ეხმიანებიან „ჰავანის სინდრომის“ შესახებ ახალ ჟურნალისტურ გამოძიებას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ეხმიანებიან „ჰავანის სინდრომის“ შესახებ ახალ ჟურნალისტურ გამოძიებას

02/04/2024 09:01:16 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ იზიარებენ დაზვერვის დასკვნას, რომლის თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ჰავანის სინდრომი“ უცხოური ძალის ჩარევით არის განპირობებული. შესაბამისი განცხადება დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა მეთიუ მილერმა გააკეთა.

კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრეს–კონფერენციაზე კორესპიონდენტი დაინტერესდა, ახალი ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ შეუძლია თუ არა ვაშინგტონს დაადასტუროს, რომ მინიმუმ, ერთი ინციდენტი მოხდა ფრანკფურტში, რამაც გამოიწვია "ჰავანას სინდრომის" სიმპტომები.

მილერმა კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა და შემდეგი აღნიშნა:

"ჩვენ გვაქვს პოლიტიკა, რომ არ დავადასტუროთ ან არ კომენტარი გავაკეთოთ კონკრეტულ ცნობებზე ამ საკითხთან დაკავშირებით. მე შემიძლია, გითხრათ, რა გავაკეთეთ დაშავებული თანამშრომლებისთვის, მას შემდეგ, რაც კონგრესმა მიიღო „ჰავანის აქტი", რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავუწიოთ დამატებითი დახმარება დაშავებულ თანამშრომლებს. აქ იგულისხმება, მათ შორის სამედიცინო დახმარების ანაზღაურება და სამხედრო ჰოსპიტლებში უფასო მოვლა. ამასთან, ეს მოიცავს დახმარებას კარიერაში, თუ ისე დაზარალდნენ, რომ მაგალითად, სამსახურში დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილან. ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება რჩება სახელმწიფო მდივნის უმთავრეს პრიორიტეტად და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ დაზარალებულთა დასახმარებლად“.

ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე, იზიარებს თუ არა "სახელმწიფო დეპარტამენტის დაზვერვისა და კვლევის ბიუროს" აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების შეფასებას, რომლის თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ჰავანის სინდრომი“ უცხოური ძალის ჩარევით არის განპირობებული, მილერმა აღნიშნა, რომ იზიარებს.

"2023 წლის მარტიდან დაზვერვის საზოგადოების საყოველთაო დასკვნაა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, უცხოელი მოწინააღმდეგე იყოს პასუხისმგებელი ჯანმრთელობის ამ ანომალიურ ინციდენტებზე. ეს არის ის, რაც დაზვერვის საზოგადოებამ საფუძვლიანად გამოიკვლია და აგრძელებს შესწავლას. ჩვენ შევაფასებთ ახალ ინფორმაციას დაზვერვის კოლეგებთან ერთად", – დასძინა მან.

მილერმა კომენტარი არ გააკეთა არც „ჰავანის სინდრომის“ თბილისის შემთხვევაზე.

ამავე თემაზე: ჟურნალისტური გამოძიება: ამერიკელი დიპლომატების წინააღმდეგ ოპერაცია რუსულმა ГРУ–მ, მათ შორის, თბილისში ჩაატარა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S