03-04-2024 00:04:27 მსოფლიო
ავდეევკას მიმართულებით ყველაზე დიდი სატანკო შეტევა "ყველაზე თანამედროვე რუსული აღჭურვილობის სამარცხვინო უტილიზაციად" იქცა, - თქვა უკრაინის საჰაერო–სადესანტო ძალების 25-ე ცალკეული საჰაერო–სადესანტო ბრიგადის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა სერგეი ოკიშევმა.
მისი თქმით, რუსეთის ჯარებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს, რადგან თავდასხმაში მონაწილე მხოლოდ T-90 ტანკების ღირებულება "დაახლოებით 4,5 მილიონ დოლარს" აღწევს.
”ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ალბათ, ყველაზე მასიური მცდელობა იყო ფრონტის კონკრეტულ მონაკვეთზე ჩვენი თავდაცვის გარღვევის.
სწორედ ჩვენი თავდაცვის გარღვევისთვის გამოიყენეს მტრებმა ტანკები, კერძოდ, ამ იარაღის ყველაზე თანამედროვე მოდელი T-90 და ქვეითთა საბრძოლო მანქანები. მაგრამ სიჩესლავის მედესანტეებმა ძლიერი წინააღმდეგობა გაწიეს, ამიტომ, ფართომასშტაბიანი შეტევა, ჯამში თანამედროვე რუსული ტექნიკის უტულიზაციის სამარცხვინო ოპერაციად იქცა. ეს ადვილი არ იყო, იყო მძიმე ბრძოლები, მტერს რიცხობრივად უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა წარმოუდგენელი ძალისხმევით მოიგერიეს შეტევა,გაანადგურეს არაერთი ტექნიკა. მინდა აღვნიშნო, რომ მათ შორის იყო სწორედ ის T-90, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 4,5 მილიონ დოლარს აღწევს“, - აღნიშნა ოკიშევმა.
30 მარტს, სოფელ ტონენკოიეს მახლობლად, რუსეთმა ბრძოლაში გაგზავნა 36 ტანკი და 12 ქვეითი საბრძოლო მანქანა, ეს იყო ყველაზე დიდი სატანკო თავდასხმა ორწლიანი ომის განმავლობაში, – აღნიშნა ამერიკულმა გამოცემა Forbes–მა.
"როდესაც კვამლი გაიწმინდა, რუსებმა თავიანთი ტანკების მესამედი ავდეევკას ნანგრევების დასავლეთით, გზაზე დატოვეს." - დაწერა გამოცემამ.
ანალიტიკოსების თქმით, რუსეთს მსგავსი თავდასხმებისთვის ავდიევკაზე შეტევის დაწყების შემდეგ არ მიუმართავს.
მათი თქმით, თავდასხმის მასშტაბები მიუთითებს, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ამ მიმართულებას პრიორიტეტულად მიიჩნევს. რუსული მხარე ზარალზე კომენტარს არ აკეთებს.