ევროპარლამენტარი: "ოცნების” მთავრობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროპული რეფორმების გზის საბოტაჟისთვის მზად არის”
03/04/2024 11:22:49 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი "აგენტების" შესახებ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნებას ეხმიანება.
„ქართული ოცნების” მთავრობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროპული რეფორმების გზის საბოტაჟისთვის მზად არის”, – წერს იგი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს.


