Accentnews.ge
ბჟანია: მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთი საქართველომ ოფიციალურად აღიაროს

ბჟანია: მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთი საქართველომ ოფიციალურად აღიაროს

03/04/2024 11:56:42 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონის – აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ „არგუმენტებსა და ფაქტებთან“ ინტერვიუში თბილისთან ურთიერთობის დარეგულირების პერსპექტივების შესახებ შეკითხვას უპასუხა.

„ოდესღაც, ალბათ, ეს [შერიგება – რედ.] მოხდება.

ჩვენ ვისურვებდით, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდეს. ქართველი ხალხის მიმართ არანაირ აგრესია არ გვაქვს. არის უბრალო ხალხი და არის ქართული სახელმწიფო, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ჩვენ გვესმის, რომ საქართველოში ოპოზიციაცაა და, ალბათ, პოლიტიკოსები აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გზით ვერ წავლენ. როდესაც საქართველოს ხელისუფლება აქამდე მივა, ყველა საკითხი მოიხსნება.ფრანგები და გერმანელები დამეგობრდნენ.

სსრკ დაუმეგობრდა გერმანიას. მაგრამ რაშია სხვაობა? ორივე შემთხვევაში გერმანიამ აღიარა თავისი დანაშაული და დამარცხება. არავითარ შემთხვევაში არ მსურს ვინმეს შეურაცხყოფა, მაგრამ რეალობა, ფაქტები ისეთია, რომ ობიექტური რეალობა უნდა იქნეს აღიარებული. რას ვხედავთ სანაცვლოდ? საქართველო არ აძლევს ჩვენს ბავშვთა სპორტულ გუნდებს საერთაშორისო შეჯიბრებებზე გამგზავრების შესაძლებლობას. ბავშვები რა შუაში არიან? ამგვარი ზომები არ იწვევს ნდობის ზრდას“, - განაცხადა ბჟანიამ.ბჟანიამ მოსკოვთან აფხაზეთის ურთიერთობაზეც კომენტარი გააკეთა.

„ჩვენი მოქალაქეების - აფხაზების, რუსების, სომხების ინტერესებშია, რომ რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობა გაძლიერდეს და გაუმჯობესდეს.

სხვა გზა არ გვაქვს და არც ვეძებთ მას. დასავლეთში გამოქვეყნებული არც ერთი მსოფლიო რუკაზე არ არსებობს აფხაზეთის სახელმწიფო. დიახ, რიგ საკითხებში ჩვენი ხედვები შეიძლება, არ ემთხვეოდეს ერთმანეთს, მაგრამ ეს არ იყო და არ არის ფუნდამენტური ხასიათის. მთელი აფხაზი ხალხი დაინტერესებულია ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესებით და მათზეა დამოკიდებული ჩვენი შვილების მომავალი“, - დასძინა მან.ინტერვიუში ბჟანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აფხაზეთი დაინტერესებულია რუსეთისა და ბელარუსის ე.წ. სამეკავშირეო სახელმწიფოში გაერთიანებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S