
სალომე სამადაშვილი: ბექა ოდიშარიას და "გირჩის" წარმომადგენელს უნდა ჩაუტარდეთ ნარკოლოგიური შემოწმება
04/04/2024 08:38:42 პოლიტიკა, ციტატა
"მე მიმაჩნია, რომ ბექა ოდიშარიას უნდა ჩაუტარდეს ნარკოლოგიური შემოწმება ისევე, როგორც "გირჩის" წარმომადგენელს, რომელმაც გუშინ ასევე გააკეთა წარმოუდგენელი განცხადებები ქალებთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ეს ხალხი არ არის ფხიზელ მდგომარეობაში და მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებებს. ქართველი ხალხი იმსახურებს იცოდეს, მათი წარმომადგენლები პარლამენტში ფხიზელ მდგომარეობაში არიან თუ არა, როდესაც საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ", – ამის შესახებ "ლელოს" წევრმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.