23-12-2019 19:21:33 პოლიტიკა ,სამართალი
17 დეკემბერს ყვარელში, შატო ბლუალეში სახელისუფლებო წვეულებაზე პატრულის გამოძახება გახდა საჭირო. როგორც ტელეკომპანია „პირველი“ სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით იუწყება, წვეულებაზე ერთმანეთს სამეგრელო–ზემო სვანეთის სუს–ის უკვე ყოფილი უფროსი მალხაზ ქორია და სენაკის მერი ლევან კუპრეიშვილი დაუპირისპირდნენ, რომლებიც ყვარელში სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას მიწვევით რეგიონის ქალაქების მერებთან და სხა საჯარო მოხელეებთან ერთად იმყოფებოდნენ.
ჩონოსნების გაშველებაში ცხოროწყუს, წალენჯიხის და ფოთის მერები ჩაერთვნენ. წყარო ყვება, რომ ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც მერებმა ადგილზე პატრული გამოიძახეს.
ტელეკომპანიის ცნობით, გენინსპექცია მომხადრის დეტალებს სწავლობს, ხოლო ქორია თანამდებობიდან სწორედ ინციდენტის გამო გაათავისუფლეს.
თავად შატოში ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.
სენაკის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის მერები ადასტურებენ, რომ წვეულებაზე იმყოფებოდნენ, თუმცა დაპირისპირების ფაქტს – არა.