Accentnews.ge
ბექა ოდიშარია პარლამენტში ქალების მიმართ შეურაცხმყოფელ გამოსვლებს აგრძელებს

ბექა ოდიშარია პარლამენტში ქალების მიმართ შეურაცხმყოფელ გამოსვლებს აგრძელებს

04/04/2024 10:20:55 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი ბექა ოდიშარია პარლამენტში ქალების მიმართ შეურაცხმყოფელ გამოსვლებს აგრძელებს. ამჯერად მისი სამიზნე „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი გახდა.

"სალომე სამადაშვილმა ახალი ფსკერი დაიპყრო“, – ასე გამოეხმაურა ოდიშარია სამადაშვილის მოთხოვნას, გუშინ გაკეთებული განცხადებების გამო "ჩაუტარონ ნარკოლოგიური შემოწმება ბექა ოდიშარიასა და ვახტანგ მეგრელიშვილს".

სალომე სამადაშვილის მიმართ ამგვარი შეფასების შემდეგ ოდიშარია დედპუტატის პირად შეურაცხყოფაზე გადავიდა:

"დღეს მომსახურების ზონიდან, მგონი, ათეული წელია გასულმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა, ახალი ფსკერი დაიპყრო. ეს რა განაცხადა?! სალამს არ აძლევს არავის 10 წელია, ბატონ რომანს მაინც მიესალმე ან გვერდზე მჯდომს მიესალმე! საით მიდიხარ? როგორ მოდიხარ? სახლში იციან აქ რომ ხარ ? და თუ ვინმეს ანალიზი გაინტერესებს, წამომყევი და შენ თუ "ფსიქო" მოგცენ, მე პასუხს ვაგებ მაშინ და აქამდე ვინც "ფსიქო" მოგცა, იქნებ სახელი და გვარი მითხრა და იმათი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს! როგორ შეიძლება ამ ადამიანის პარლამენტში ყოფნა?! ასეთი ადამიანის, რომელიც არად დაგიდევს საერთოდ არც ადამიანის ღირსებას, პარლამენტის ხომ არ დაგიდევთ და არ დაგიდევთ, ოჯახი ამან არ იცის, შვილები, მშობლები და ა.შ. ეს კი არის უსამშობლო და უცხვირპირო ადამიანი და მოქმედებს მუდმივად საქართველოს წინააღმდეგ, როგორი დიპლომატიც იყო, ისეთი წარმატებული პოლიტიკოსიც არის, ახალი სახე „ლელოსი“. მაგრამ ერთხელ მარტო მე კი არ ამომივა ყელში, ჩვენ და ჩვენი ოჯახის წევრებს ამოუვათ ყელში და მერე ნახავ შენ ვინ და რისი ღირსია! მოგვეცით საშუალება, რომ ვიცხოვროთ და ვიმოღვაწოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ და ნუ გამოგვიყვანთ საბოლოოდ წყობიდან! დააკვირდით ერთი და ეს ადამიანი ლაპარაკობს ჩემზე და ჩემს გადამოწმებაზე? როცა გინდა და სადაც გინდა - ახლაც! თუ შენ ფსიქო მოგცეს რომელიმე ადმინისტრაციულმა ორგანომ, რაც გინდა ის მითხარი!“.

სალომე სამადაშვილმა ხსენებული მოთხოვნა მას შემდეგ დააყენა, რაც გუშინ პარლამენტში ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გაკეთდა:

"მე მიმაჩნია, რომ ბექა ოდიშარიას უნდა ჩაუტარდეს ნარკოლოგიური შემოწმება ისევე, როგორც "გირჩის" წარმომადგენელს, რომელმაც გუშინ ასევე გააკეთა წარმოუდგენელი განცხადებები ქალებთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ეს ხალხი არ არის ფხიზელ მდგომარეობაში და მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებებს. ქართველი ხალხი იმსახურებს იცოდეს, მათი წარმომადგენლები პარლამენტში ფხიზელ მდგომარეობაში არიან თუ არა, როდესაც საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ", –განაცხადა სამადაშვილმა.

  • გუშინ ოდიშარიამ განაცხადა: "ეს არის მოუტ***ნელი ქალების სინდრომი". ოდიშარიამ ეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში იმ დროს თქვა, როდესაც ტრიბუნიდან „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა და გენდერული კვოტირების გაუქმებას აკრიტიკებდა. მოგვიანებით, მან ბოდიში "თუ ჩემმა გამონათქვამმა ვინმე შეურაცხყო, ბოდიშს ვუხდი" – ამ ფორმულირებით მოიხადა და მის "წამოცდენას" "საკმაოდ დამონტაჟებული" უწოდა.
  • რაც შეეხება გირჩის წარმომადგენელს, გუშინ როდესაც გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტს განიხილავდნენ „გირჩის“ წევრმა დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა შემდეგი განაცხადა: „მაგრად „გამისწორდებოდა“ უმრავლესობა ქალები რომ იყოთ პოლიტიკაში, ბევრად სასიამოვნოდ გავატარებდი დროს საპირისპირო სქესის ადამიანებთან, მაგრამ არ არის, რა ვქნა? ძალით ხომ არ მოვიყვანთ?! ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ?“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S