Accentnews.ge
პარტია „ალტ ინფო" არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

პარტია „ალტ ინფო" არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

04/04/2024 12:04:57 პოლიტიკა

ცენტრალურმა სააარჩევნო კომისიამ პარტია – „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“ რეგისტრაციაში გაატარა და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის ლიდერი კონსტანტინე მორგოშია ავრცელებს.

"კონსერვატიულმა მოძრაოაბა/ალტ-ინფომ” სისტემური ზეწოლის პირობებში საარჩევნო რეგისტრაცია წარმატებით გაიარა და 2024 წლის არჩევენებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სუბიექტის სტატუსი მოიპოვა. გილოცავთ თანამბერძოლებო, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ნდობა გამოგვიცხადა, წინ დიდი გამარჯვება გველოდება”- წერს მორგოშია.

5 ივლისის ძალადობრივი აქციის მონაწილე კონსტანტინე მორგოშიამ 2021 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ „ალტ-ინფოს“ წევრები პარტიას აფუძნებდნენ. შეგახსენებთ, რომ 2021 წელს "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ რუსთაველის გამზირი მოძალადე ჯგუფებმა დაიკავეს, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, ოპერატორებს და გამვლელებს. 5 ივლისს მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.

აქამდე დაკავებული არ არის ძალადობრივი აქციის არც ერთი ორგანიზატორი.

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" (DRI) ანგარიშის თანახმად, „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ ულტრამემარჯვენე და ღიად პრორუსული პოლიტიკური დაჯგუფებაა, რომელიც თავდაპირველად საზოგადოებაში ტელევიზიის ფორმით გამოჩნდა. 2021 წლის ნოემბერს რადიკალურმა დაჯგუფებამ საჯარო რეესტრს პარტიად რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა, თუმცა განცხადება არ დაკმაყოფილდა. დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განმცხადებელს 10-დღიანი ვადა მიეცა. 2021 წლის 7 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რადიკალური დაჯგუფების მოთხოვნა დააკმაყოფილა და „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S