Accentnews.ge
მაკრონს ეჭვი არ ეპარება, რომ პარიზის ოლიმპიადას რუსეთი თავს დაესხმება

მაკრონს ეჭვი არ ეპარება, რომ პარიზის ოლიმპიადას რუსეთი თავს დაესხმება

04/04/2024 12:23:37 მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ეჭვი არ ეპარება, რომ რუსეთი ამ ზაფხულს პარიზის ოლიმპიურ თამაშებს ბოროტი განზრახვით ამოიღებს მიზანში. წერს Reuters.

მაკრონს ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა, რომ რუსეთი განახორციელებს თავდასხმას ოლიმპიადაზე.

”მე ეჭვი არ მეპარება, მათ შორის საინფორმაციო თვალსაზრისით,” - თქვა მან.

მაკრონის კომენტარები, რომელიც გაკეთდა პარიზში გამართულ ღონისძიებაზე ოლიმპიური თამაშების ახალი ცენტრის გახსნისას, იყო ყველაზე მკაფიო აღიარება ოკუმპიური თამაშების კონტექსტში საგარეო საფრთხეების შესახებ. თამაშები ჩატარდება რთული გლობალური მოცემულობის ფონზე: რუსეთის ომი უკრაინაში და ისრაელის კონფლიქტი "ჰამასთან" ღაზაში.

მაკრონმა უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავა რუსეთის მიმართ ბოლო თვეებში – პირობა დადო, რომ მოსკოვი უნდა დამარცხდეს და არ გამორიცხა ერთ დღეს ევროპული ჯარების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა. მისმა მთავრობამ ასევე დაიკავა უფრო მკაცრი პოზიცია ევროპის მასშტაბით რუსული დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ.

იხილეთ ასევე: მედია: მაკრონი ცდილობს, ამერიკელი და გერმანელი კოლეგები რუსეთის მიმართ უფრო ხისტი სტრატეგიის აუცილებლობაში დაარწმუნოს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S